ანტიტერორისტული ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში

ლიკვიდირებულია კიდევ 2 სეპარატისტი

1426063
ანტიტერორისტული ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში

ჩრდილოეთ ერაყში თავშეფარებული ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის, PKK-ს 5 შეიარაღებული წევრის განეიტრალება მოხდა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ტვიტტერით გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, მათმა გამანადგურებლებმა წუხელ, მორიგი საჰაერო ოპერაცია ჩაატარეს ჩრდილოეთ ერაყის ავაშინის რეგიონში. "ჩვენი საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები ტერორისტული ორგანიზაციის, PKK-ს წინააღმდეგ მტკიცედ და უწყვეტად გრძელდება. წუხელ, ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ავაშინის მაღალმთიანეთში დაფიქსირებული ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ საჰაერო რეიდი განახორციელეს ჩვენმა გამანადგურებლებმა და 2 სეპარატისტის ლიკვიდაცია მოახდინეს“, აღნიშნულია ამ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები