თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 30 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  1576 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1425230
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 30 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4461-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 33 559 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1182 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 30 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 160 979-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  124 369 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1576 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები