ჩავუშოღლუ უცხოელ კოლეგებს ტელეფონით დაუკავშირდა

საუბრის მთავარი თემა, საბაირამო მილოცვები იყო

1423128
ჩავუშოღლუ უცხოელ კოლეგებს ტელეფონით დაუკავშირდა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, ამ უწყების ხელმძღვანელმა მევლუტ ჩავუშოღლუმ, რამაზან ბაირამობის პირველ დღეს, მრავალი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფო შეხვედრა გამართა და საუბრის დროს ძირითადად საბაირამო მილოცვები გააკეთეს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ჩავუშოღლუს ასეთი სატელეფონო საუბრები ჰქონდა ყატარის, ირანის, ინდონეზიის, ანგოლას, ბულგარეთის, გამბიის, მალდივის, ზამბიის და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. “გარდა ამისა, ჩავუშოღლომ აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამედიაროვთან საუბრის დროს მას "28 მაისი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეც" მიულოცა,“ აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები