თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 27 ადამიანი გარდაიცვალა

კიდევ  1121 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1422241
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 27 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4276-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 37 507 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 952 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 27 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  154 500-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  116 111 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1121 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #კოვიდ-19

მსგავსი ინფორმაციები