ჩავუშოღლუ თავის ახლო აღმოსავლელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს აქტუალური საკითხები

1421731
ჩავუშოღლუ თავის ახლო აღმოსავლელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, ამ უწყების ხელმძღვანელი მევლუტ ჩავუშოღლუ დღეს ტელეფონით შეხვდა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ეტ თაჰირ სეიიალეს, თუმცა, ამავე ინფორმაციაში მათი  საუბრის შინაარსის დეტალების შესახებ არაფერია ნათქვამი. თურქ მინისტრს გუშინ, ასეთივე სატელეფონო საუბრები ჰქონდა პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრ რიად ელ-მალიქისთან, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ეიმენ ეს-საფედისთან და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივან იუსუფ ბინ აჰმედ ალ-უსეიმისთან რა, ძირითადად რეგიონის აქტუალური პრობლემები და ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიის გეგმის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმის საკითხები განიხილეს



მსგავსი ინფორმაციები