თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  1003 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 27 ადამიანი გარდაიცვალა

1421373
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  1003 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4249-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 33 633 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 961 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 27 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  153 548-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  114 990 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1003 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები