თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  კლებულობს

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 28 ადამიანი გარდაიცვალა

1420017
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  კლებულობს

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4199-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 25 382 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1022 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 28 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  151 615-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  112 895  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1318 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები