თურქეთში 22 მაისის 24 საათიდან 26 მაისის 24 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა
პრეზიდენტმა მინისტრთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში 22 მაისის 24 საათიდან 26 მაისის 24 საათამდე (რამაზნის ბაირამობის პერიოდში) კომენდანტის საათი გამოცხადდა. პრეზიდენტმა ამის შესახებ, ვიდეოკონფერენციის მეთოდით მეერვედ გამართული მინისტრთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ მნიშვნელოვან პრევენციებს ატარებენ და შესაბამის შედეგებსაც ღებულობენ. მისივე თქმით, კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იკლებს.
„თუ ნეგატიურად განვითარდება მოვლენები, ჩვენ ვალდებული ვიქნებით ზომები უფრო გავამკაცროთ. გლობალურ პანდემიად ქცეული ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი. ნორმალიზაციის პროცესი ჩვენს ქვეყანაში დიდწილად მომავალი თვისთვის ალბათ დასრულდება. სწორედ ამის ფარგლებში, 22 მაისის 24 საათიდან 26 მაისის 24 საათამდე კომენდანტის საათი გამოვაცხადეთ. ჩვენ ასევე, 2019-2020 წლების სასწავლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მივიღეთ და იგი, სექტემბრის თვეში განახლდება. რაც შეეხება მეჩეთებში ლოცვების აღდგენას, შესაბამისი დისტანციური ზომების ფარგლებში აღდგება“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
მსგავსი ინფორმაციები
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება