პრეზიდენტმა ერდოღანმა ვანში, PKK-ს მხრიდან განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო

პრეზიდენტმა ერდოღანმა ვანში, PKK-ს მხრიდან განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო

1418059
პრეზიდენტმა ერდოღანმა ვანში, PKK-ს მხრიდან განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი, ყოველთვის იქნებიან წინააღმდეგი,  ეროვნული ინტერესების წინაშე გამომსვლელი ტერორისტების და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგი. პრეზიდენტმა ერდოღანმა, გუშინ, ვანის პროვინციაში სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს მხრიდან განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მესიჯი გაავრცელა რა, მომხდარი  მკაცრად დაგმო.

„გუშინ, ვანის პროვინციაში სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს მხრიდან კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ სოციალური დახმარების ჯგუფზე განხორციელებულმა თავდასხმამ, ტერორისტების ნამდვილი  სახე კიდევ ერთხელ გამოავლინა. პირობას ვდებ, რომ ყოველთის ვიქნებით ტერორისტების და მათ მხარდამჭერების წინააღდეგი და მათ ამისათვის აუცილებლად ვაგებიებთ პასუხს. ტერორისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმას მკაცრად ვგმობს და დაღუპულებს პატივისცემით მოვიხსენიებ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები“, ნათქვამია, ერდოღანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მესიჯში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვანის პროვინციაში,  სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია PKK-ს წევრმა  შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს სოციალური დახმარების ჯგუფზე რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #დაგმობა , #თავდასხმა , #PKK , #ვანი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები