ამერიკელი თურქებიც არიან ჩართულნი საქველმოქმედო საქმიანობებში

ისინი სამედიცინო აღჭურვილობები ეხმარებიან  ნიუ–იორკისა და ნიუ–ჯერსის შტატებს

1417683
ამერიკელი თურქებიც არიან ჩართულნი საქველმოქმედო საქმიანობებში

აშშ-ში მოქმედმა თურქეთ-ამერიკის სამეთვალყურეო კომიტეტმა TASC-მა, რომელიც ერთ-ერთ წამყვან თურქულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას წარმოადგენს ამ ქვეყანაში, კორონავირუსთან მებრძოლ ნიუ–იორკისა და ნიუ–ჯერსის შტატებს სამედიცინო აღჭურვილობებით დაეხმარა. TASC-მა ნიუ ჯერსის დედაქალაქ ტრენტონში მდებარე კაპიტალური ჯანმრთელობის საავადმყოფოს 500 დამცავი ტანსაცმელი და 4500 ნიღაბი გადასცა. TASC–ის თავჯდომარის მოადგილემ ისრაფილ დემირმა განაცხადა: ”როგორც აშშ-ში მცხოვრებმა ამერიკის მოქალაქე თურქებმა, გადავწყვიტეთ, რომ მარტო არ მიგვეტოვა ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალი.”  მისივე თქმით, მათ Kovid-19-ის ეპიდემიის დაწყების აქეთ,  ნიუ-ჯერსის შტატებს მიაწოდეს 3 ათასი ყუთი საკვები პროდუქტი, რამდენიმე დღის წინ აქვე მოქმედ პეტერსონის საავადმყოფოს გადასცეს 1500 დამცავი ტანსაცმელი და 5 000 ნიღაბი, ხოლო 25 მაისს ბრუკლინის საავადმყოფოს მიაწვდიან ათას ცალ დამცავ ტანსაცმელს და 5 ათას ნიღაბს. “გარდა ამისა, ჩვენმა საზოგადოებამ 12 მაისს ბრუკლინის მერს, ერიკ ადამსს გადასცა 500 ქირურგიული დამცავი ტანსაცმელი და 2,500 ნიღაბი“, ხაზგასმით აღნიშნა დემირმა



მსგავსი ინფორმაციები