გუშინ კაბინეტის შეხვედრა გაიმართა

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ეპიდემიის მართვაში თურქეთის წარმატებამ მეცნიერების თაოსნობით ყველას ყურადაღება მიიქცია

1415427
გუშინ კაბინეტის შეხვედრა გაიმართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ვიდეოკონფერენციის მეთოდით ორგანიზებული კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ეპიდემიის მართვაში თურქეთის წარმატებამ მეცნიერების თაოსნობით ყველას ყურადაღება მიიქცია.

„ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ხანდაზმულებზე. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს 27 ათასზე მეტ მოხუცზე, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო ხანდაზმულთა სახლებში“ - განაცხადა პრეზიდენტმა და კიდევ ერთხელ პირადი დაცვის მეთოდების შესრულების მოწოდება გააკეთა.  

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთლიანად ძველი დრო არ დაბრუნებულა და რომ ცდილობს მხოლოდ ცხოვრება ოდნავ გაადვილოს ეპიდემიის პირობებში და დაამატა: ”ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება დიდხანს იმ ზომების შესაბამისად, რომლებიც დაგვეხმარება ეპიდემიის საფრთხისგან დაცვაში”.

პრეზიდენტმა ეპიდემიის პერიოდში სხვადასხვა სექტორებისათვის გაწეული ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ მომავალში შესაქმნელ ახალ გლობალურ სისტემაში თურქეთი კუთვნილ ადგილს აუცილებლად დაიკავებს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში (სანჯაქთეფეში) კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან ბრძოლისათვის აშენებული საავადმყოფოს გახსნა 21 მაისს გაიმართება იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს მონაწილეობით.

„მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, მათი მოთმინებისა და წესების დაცვის გამო“.- აღნიშნა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები