საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაფთარის ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმა დაგმო

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაფთარის ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმა დაგმო

1414584
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაფთარის ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმა დაგმო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ლიბიაში ხაფთარის ძალების მხრიდან ორი დღის წინ ტრიპოლიში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით  წერილობითი მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ,  რომ თუ ლიბიაში, ჩვენი ინტერესები დარღვეუი იქნება,  ხაფთარის ძალების ელემენტებს  ლეგიტიმურ სამიზნედ  განვიხილავთ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მათ მიერ განხორციელებული თავდასხმა ომის დანაშაულია. ეს თავდასხმები, რომლებიც მიზნად ისახავს დიპლომატიურ მისიებს, მათ შორის ჩვენს ტრიპოლის საელჩოს, მიტიგას აეროპორტს, გამგზავრებისთვის მომზადებულ სამოქალაქო თვითმფრინავებს და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან და ასევე არიან დაშავებულებიც, წარმოადგენს ომის დანაშაულს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხაფთარის მხრიდან თუ მსგავსი თავდასხმები გაგრძელდება, მათ  ლეგიტიმურ სამიზნეებად მივიჩნევთ. ხაფთარის შეჩერება საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო პასუხისმგებლობაა. გაერო-ს  ამ ქმედებების მიმართ უფრო მეტი დუმილის უფლების გამოყენება და უმოქმედობა, მიუღებელია. თურქეთი მეგობარი და მოძმე ლიბიის ხალხის და ლეგიტიმური მთავრობის მხარდაჭერას ყოველთვის გააგრძელებს. ამ თვალსაზრისით ხაფთარის ძალების მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ.“



მსგავსი ინფორმაციები