თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  4782  ადამიანი გამოჯანმრთელდა

თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  ბოლო ერთ დღეში  57 ადამიანი დაიღუპა

1412954
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  4782  ადამიანი გამოჯანმრთელდა

 

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 3641-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 30 395 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1977 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 57 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  133 721-მდე გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის მთლიანობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 82 984  პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს 4782 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები