თურქეთი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აფრთხილებს

თურქეთი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აფრთხილებს

1408744
თურქეთი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აფრთხილებს

თურქეთმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს მოუწოდა, რომ „დაიცვას ზღვარი“. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ, არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხრიდან ლიბიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებებეში, თურქეთის საწინააღმდეგო განცხადებების  გაკეთებას, წერილობით უპასუხა. „არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განცხადება, ამბოხებულების მიმართ გაწეული დახმარების გადაფარვის მცდელობაა. თურქეთი, არაბული ქვეყნების სუვერენიტეტს ყოველთვის სცემდა და სცემს პატივს. სწორედ ამ მიზნით ხდება, რომ ჩვენ, ლიბიაში მხოლოდ ლეგიტიმურ მთავრობას ვუჭერთ მხარს და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობის მხრიდან, თურქეთის მიმართ  უსაფუძლო ბრალდებების შემცველი განცხადებები, მათ მიერ ამბოხებულების და დამანგრევლების მიმართ გაწეული ყოველგვარი დახმარების გადაფარვის მცდელობაა“, ნათქვამია ჰამი აქსოის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები