ერდოღანმა 1 მაისი მიულოცა მშრომელებს

“ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში“

1408787
ერდოღანმა 1 მაისი მიულოცა მშრომელებს

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა,  "1 მაისი - შრომისა და სოლიდარობის დღეს"-თან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ ისინი,  შრომის თვალსაზრისიდან გამომდინარე, სამართლიანობის დამყარებისთვის იბრძვიან. მანვე მიულოცა რა ეს დღე მშრომელებს, აღნიშნა, რომ მუშებს, რომელთა ერთადერთი კაპიტალი მუშაობა და ოფლის ღვრაა, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში. ”როგორც ყველა სხვა სფეროებში, თურქი მშრომელები აქტიურად იბრძვიან კოვიდ -19 ეპიდემიის წინააღმდეგაც, ხოლო ამის პარალელურად ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ზომებსა და მხარდაჭერებს, რომლებიც დაიცავენ ჩვენი მშრომელების უსაფრთხოებას ყველა სფეროში,” ხაზგასმით აღნიშნავს ერდოღანი. მისივე თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს ყველა სახის გულწრფელ მცდელობას და მხარდაჭერას, რომელიც უნდა განხორციელდეს მშრომელების უფლების დაცვის გასაძლიერებლად



მსგავსი ინფორმაციები