თურქეთის ავიახაზებმა ფრენების აკრძალვა გააგრძელა

28 მაისამდე საშინაო და საგარეო ფრენები არ შესრულდება

1407393
თურქეთის ავიახაზებმა ფრენების აკრძალვა გააგრძელა

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო, თურქეთის ავიახაზებმა (THY), ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება 28 მაისამდე გააგრძელა. ამის შესახებ THY-ს გენერალურმა დირექტორმა ბილალ ექში, თავის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ მესიჯში აღნიშნა. "ჩვენ ვიცით, რომ ძალზედ ძნელია, მაგრამ პანდემიასთან ბრძოლაში გამარჯვების მისაღწევად, ცოტა მოთმინებით უნდა ვიყოთ. ამის ფარგლებში, სამწუხაროდ, ჩვენ უნდა გავაუქმოთ საშინაო და საგარეო ფრენები 2020 წლის 28 მაისამდე," ხაზგასმულია ექშის მესიჯში



მსგავსი ინფორმაციები