თურქეთი სამხრეთ აფრიკას სამედიცინო მასალებით დაეხმარა

თურქეთი, ახალი ტიპის კორონავირუსთან (კოვიდ-19) ბრძოლის ფარგლებში სამხრეთ აფრიკას სამედიცინო მასალებით დაეხმარა

1407795
თურქეთი სამხრეთ აფრიკას სამედიცინო მასალებით დაეხმარა

თურქეთი, ახალი ტიპის კორონავირუსთან (კოვიდ-19) ბრძოლის ფარგლებში სამხრეთ აფრიკას სამედიცინო მასალებით დაეხმარა.

თურქეთის თანამშრომლობისა და საკოორდინაციო (TİKA) სააგენტოს მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, დედაქალაქ პრეტოპრიადან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე კალაფონგის საავადმყოფოს 10 ათას ცალზე მეტი N95 ტიპის პირბადე გადასცეს.

თურქეთის ელჩმა პრეტორიაში ელიფ ჩომოღლუ ულგენმა დახმარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ TIKA ამჯერად დაეხმარა სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოს, რომელსაც უმთავრესად ღარიბი მოსახლეობა მიმართვას და ხაზგასმით დაამატა, რომ ჰუმანიტარული დახმარების სფეროში თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი და აქტიური ქვეყანაა მსოფლიოში.

კალაფონგის საავადმყოფოს უფლებამოსილმა კომოტსო მოდიბამ ასეთ რთულ ვითარებაში გაწეული დახმარებისთვის თურქეთის მთავრობასა და ხალხს მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები