პრეზიდენტი: „მსოფლიოში ცვლილებები ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ახალ შესაძლებლობებზე მიანიშნებს“

პრეზიდენტი: „მსოფლიოში ცვლილებები ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ახალ და დიდ შესაძლებლობებზე მიანიშნებს“

1406995
პრეზიდენტი: „მსოფლიოში ცვლილებები ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ახალ შესაძლებლობებზე მიანიშნებს“

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი პრეზიდენტისა და სამრთლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალური მდივნის რ. თ. ერდოღანის თავმჯდომარეობით შეიკრიბა.

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის წინააღმდეგ გატარებული ზომების ფარგლებში ვიდეო კონფერენციით გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას  ერდოღანმა განაცხადა: ”მსოფლიოში ცვლილებები იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ქვეყნის წინ შესაძლებლობების ახალი და დიდი ფანჯრები იხსნება.”

პრეზიდენტის თქმით, ეპიდემიის ზომების შესაბამისი გრაფიკის მიხედვით მოხსნის შემდეგ თურქეთში წარმოება მთელი სისწრაფით ამოქმედდება.

მან მადლობა გადაუხადა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ამ პერიოდში დაიცვეს ზომები და დაამატა: „მომდევნო პერიოდში, ჩვენ ვეცდებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ადგილი ჩვენი ერის გულში, რაც ჩვენი უდიდესი ძალაა.“



მსგავსი ინფორმაციები