თურქეთი აგრძელებს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოყვანას

“პანდემიის პერიოდში 60 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე ჩამოვიყვანეთ“

1405295
თურქეთი აგრძელებს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოყვანას

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) ეპიდემიის გამო,  ჯერჯერობით 60 ათასზე მეტი თურქეთის მოქალაქე ჩამოიყვანეს უცხოეთიდან. ამის შესახებ მინისტრმა, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ წერილობით მესიჯში აღნიშნა: "ჩვენ, ჯერ კიდევ უცხოეთში დარჩენილი 60 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე ჩამოვიყვანეთ და ისინი ორ კვირიან კარანტინის რეჟიმში განვათავსეთ, ხოლო ამის პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში მყოფი 20 ათასამდე უცხოელი მოქალაქე კი თავიანთ სამშობლოებში დავაბრუნეთ. ამ ეპიდემიის პირობებში, ჩვენ, ასევე სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ და მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობანი გავუგზავნეთ მსოფლიოს 57 ქვეყანას.“



მსგავსი ინფორმაციები