ანტიტერორისტული ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყში

ლიკვიდირებულია კიდევ 8 სეპარატისტი

1404470
ანტიტერორისტული ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყში

ჩრდილოეთ ერაყში თავშეფარებული ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის, PKK-ს 8 შეიარაღებული წევრის განეიტრალება მოხდა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, მათმა გამანადგურებლებმა წუხელ, მორიგი საჰაერო ოპერაცია ჩაატარეს ჩრდილოეთ ერაყის გარას რეგიონში. "ჩვენი საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები ტერორისტული ორგანიზაციის, PKK-ს წინააღმდეგ მტკიცედ და უწყვეტად გრძელდება. წუხელ, ერაყის ჩრდილოეთით მდებარე გარას მაღალმთიანეთში დაფიქსირებული ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ საჰაერო რეიდი განახორციელეს ჩვენმა გამანადგურებლებმა და 8 სეპარატისტის ლიკვიდაცია მოახდინეს“, აღნიშნულია ამ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები