დღეს, 23 აპრილი, ეროვნული სუვერენიტეტის და ბავშვთა დაცვის დღეა

ერდოღანმა  ეროვნული სუვერენიტეტის და ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

1403803
დღეს, 23 აპრილი, ეროვნული სუვერენიტეტის და ბავშვთა დაცვის დღეა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2023 და 2071 წლის მიზნებს, თურქი ბავშვების და ახალგაზრდების დინამიკით და ენთუზიაზმით მიაღწევენ. დღეს, 23 აპრილია, ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ  ერდოღანმა მისალოცი  მესიჯი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა: „ჩვენი საამაყო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისია  და  სამუდამოდ იქნება ასე, როგორც ეს 100 წელია გრძელდება.  1920 წლის 23 აპრილის სულისკვეთება, ჩვენი დამოუკიდებლობის განსაზღვრა, ჩვენი  ერთიანობისა და სოლიდარობისადმი ყველაზე დიდი ნდობა და რწმენაა, რომელსაც ჩვენ გადავცემთ მომავალ თაობებს.  თურქეთის და მსოფლიოს ბავშვებს ვულოცავ ამ დღეს“.



მსგავსი ინფორმაციები