თურქეთიდან სამედიცინო აღჭურვილობა დიდ ბრიტანეთში ჩაიტანეს

თურქეთიდან სამედიცინო აღჭურვილობა დიდ ბრიტანეთში ჩაიტანეს

1403529
თურქეთიდან სამედიცინო აღჭურვილობა დიდ ბრიტანეთში ჩაიტანეს

ახალი ტიპის კორონავირუსთან (კოვიდ-19) ბრძოლის ფარგლებში, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავი, რომელიც თურქეთში სამედიცინო აღჭურვილობით დაიტვირთა, ინგლისში ჩაფრინდა.

გუშინ სტამბოლში დაფრენილი თვითმფრინავი ჩატვირთვის პროცედურის დასრულების შემდეგ ისევ ბრაიზ ნორტონის აეროპორტში დაფრინდა.

კორონავირუსით ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მატად დაზარალებულ ქვეყანა დიდ ბრიტანეთს თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით მანამდე ორჯერ გაუწიეს სამედიცინო აღჭურვილობით დახმარება.

ინგლისის საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრმა რობერტ ჯენრიკმა ქვეყნის აღჭურვილობის დეფიციტთან დაკავშირებით განაცხადა: „ თურქეთიდან დაახლოებით 84 ტონა პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას ველით. მათ შორის 400 ათასი წინსაფარი იქნება.“

 



მსგავსი ინფორმაციები