ერდოღანი: „კოვიდ-19-თან დაკავშირებით მიღებული ზომების შედეგების მიღება დავიწყეთ“

პრეზიდენტმა ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1401968
ერდოღანი: „კოვიდ-19-თან დაკავშირებით მიღებული ზომების შედეგების მიღება დავიწყეთ“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსთან (კოვიდ-19) დაკავშირებით მიღებული პრევენციების შედეგების მიღება უკვე დაიწყეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ დღეს, მეოთხედ ვიდეოკონფერენციის მეთოდით გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

„თურქეთის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით 4 მთავარი პრევენცია დავისახეთ მიზნად.  პირველი და მთავარი პრევენცია გახლდათ, სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა. მეორე არის ჯანმრთელობის სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მესამე ის არის, რომ საცალო ვაჭრობის ქსელი სრული ფუნქციონირება, როგორიცაა საკვები პროდუქტების და  სადეზინფექციო საშუალებების სრული უზრუნველყოფა. მეოთხე არის ის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი არ იქნას დარღვეული. თურქეთს არცერთ საკითხში ამჟამად პრობლემა არ გააჩნია. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ამჟამინდელ შესაძლებლობებს საავადმყოფოებში  საწოლების  და ინტენსიური განყოფილებების რიცხვის გაზრდას. კრიტიკული წამლების დიდი რაოდენობით  წარმოება  ადგილობრივ კომპანიების მხრიდან დაიწყო. ასევე თავდაცვის ინდუსტრიის მიღწევებით კრიტიკული  სამედიცინო მოწყობილობების  დამზადება შევძელით. ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი  პროგრესი გვაქვს მიღწეული დამცავი ჯანმრთელობის აღჭურვილობის შიდა წარმოებაში. დასრულებულია N95-ის და N99-ის ნიღბების ფილტრების შემუშავების პროცესი, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სამედიცინო პერსონალისთვის. მომდევნო თვის ბოლოს 5 000 სასუნთქი რესპირატორის წარმოება დასრულებულ იქნება“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს გაკეთებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები