პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთა

1397352
პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ეპიდემის გავრცელებაზე კონტროლის დამყარებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და დაამატა: "თურქეთი გატარებული ზომებით იმ ქვეყნების სათავეშია, რომლებმაც ეპიდემიაზე კონტროლი ყველაზე სწრაფად დაამყარეს.“

ერდოღანმა განაცხადა, რომ ადრე გამოცხადებული 2 საავადმყოფოს გარდა, სტამბოლში ჰადიმქოიში 100, დერინჯეში 250 საწოლიანი ახალი საავადმყოფოები მოეწყო და ისინი ექსპლუატაციაში უახლოეს კვირეებში შევა.

„ჩვენი ქვეყანა ამ პროცესში პოზიტიურ განშორებაშია. ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვართ დაავადების გამოვლენიდან მისი მკურნალობამდე. ნაკლოვანებები არ გვაქვს“- აღნიშნა პრეზიდენმა.

მისივე თქმით, მათ გადაწყვიტეს, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში კვირის ბოლოს ქუჩაში გასვლის აკრძალვა გაგრძელდეს და დაამატა: „როდესაც ეს დღეები დასრულდება, ცხოვრებას უფრო ნაყოფიერად, უფრო ლამაზად გავატარებთ.“

”(საერთაშორისო სავალუტო ფონდი) IMF-ს პროგრამის თაოსნობით, ჩვენ ქედს არ მოვუხრით არც ერთ იმ დავალდებულებას, რომელიც ჩვენ ქვეყანას დაავალიანებს.”- თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, თურქეთი 34 ქვეყანას დაეხმარა და ამ დახმარებას მომდევნო დღეებშიც გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები