ერდოღანმა ჯონსონს მალე გამოჯანმრთელება უსურვა

ერდოღანმა ჯონსონს მალე გამოჯანმრთელება უსურვა

1395917
ერდოღანმა ჯონსონს მალე გამოჯანმრთელება უსურვა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებული და მკურნალობის ქვეშ მყოფ,  დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ერდოღანმა გუშინ, თურქეთის მხრიდან ბრიტანეთისათვის ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნილ სამედიცინო დახმარებასთან ერთად წერილიც გაუგზავნა. 

„ბათონო პრემიერო და მეგობარო, პირველ რიგში მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილ ბრიტანელების გამო მთავრობას და ხალხს სამძიმარი გამოუცხადო.  კოვიდ-19-მა  როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებს,  ბრიტანეთსაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა.  თქვენი მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გატარებულ პრევენციებს ახლოდან ვაკვირდებით.  ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა  სამხედრო, ეკონომიკურ და მრავალ სფეროში წარმატებულ პერიოდს გადის. ამის ნათელი მაგალითი კი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ეკონომიკის მინისტრების ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ვიზიტები გახლავთ. ჩვენი სურვილია ამ რთულ პერიოდში მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ თანადგომა. როგორც სხვა მრავალ სფეროში ასევე კოვიდ-19-ის საკითხთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთთან  მჭიდრო თანამშრომლობაშიც ყოველთვის მზად ვართ. კიდევ ერთხელ მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ“, ნათქვამია ერდოღანის ჯონსონისადმი მიწერილ წერილში.


საკვანძო სიტყვები: #ჯონსონი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები