პრეზიდენტმა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მადლობა გადაუხადა თურქეთში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს ეროვნული სოლიდარობის კამპანიისათვის მათი მხარდაჭერის გამო

1394384
პრეზიდენტმა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს  მადლობა გადაუხადა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მადლობა გადაუხადა თურქეთში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს ეროვნული სოლიდარობის კამპანიისათვის მათი მხარდაჭერის გამო.

პრეზიდენტი ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ფენერის ბერძენ პატრიარქს ბართლომეს, სტამბოლი-ანკარის სირიული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტს მორ ფილუქსინოსს იუსუფ ჩეთინს, თურქეთის ებრაელთა მთავარ რაბინს ისაკ ჰალევას, თურქეთის სომეხთა პატრიარქს საჰაკ მაშალიანს და თურქეთის ებრაული სათემოს თავმჯდომარეს ეროლ კოჰენს.

ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს ეროვნული სოლიდარობის კამპანიის მხარდაჭერის გამო  მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები