ანგელა მერკელმა კოვიდ-19-ის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ანგელა მერკელმა კოვიდ-19-ის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1392665
ანგელა მერკელმა კოვიდ-19-ის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმ აგანაცხადა, რომ  ევროკავშირი დაარსების დღიდან ყველაზე დიდი გამოწვევის  წინაშე დგას, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გამო. მერკელმა პრემიერ-მნისტრის კანცელარიაში გამართული პრესკონფერენციის დროს კოვიდ-19-ის შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ ამ ეპიდემიის შედეგად მთელი ევროპა დაზარალდა. „ჩემის აზრით ევროკავშირი დაარსების დღიდან ყველაზე რთული გამოცდის წინაშე დგას, ახალი ტიპის კორონავირუსის გამო. თუ ევროკავშირი ამ კრიზისიდან გამარჯვებით გამოვა, ეს მთელი ქვეყნებისთვის სასიკეთო იქნება. ქვეყნები, რომლებიც ერთიდაიგივე ფულის ერთეულს იყენებენ, კრიზისი მათში უფრო ნათლად შეიმჩნევა. ამჟამად ევროპაში პირბადეების პრობლემაა, ამიტომ ევროკავშირმა თვითონ უნდა აწარმოოს პირბადეები. კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გერმანიაში შემოღებული შეზღუდვები დიდწილად სრულდება, რაც ეპიდემიის დამარცხებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია“, განაცხადა ანგელა მერკელმა.



მსგავსი ინფორმაციები