თურქეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 277-მდე გაიზარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 277-მდე გაიზარდა

1389529
თურქეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 277-მდე გაიზარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 277-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სამეცნიერო საბჭოსთან გამართული შეხვედრის, შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში კიდევ 63 ადამიანი დაიღუპა, ჩატარებული იქნა 14 ათას 369 ტესტირება, რომელთაგანაც  2 ათას 148 დადებითია.

ამ მონაცემებით გარდაცვლილთა რიცხვი 277-მდე, დაავადებულთა 15 ათას 679-მდე -მე გაიზარდა. კოვიდ-19-ისგან განიკურნა და საავადმყოფოებიდან გაწერილი იქნა 333 ადამიანი.

მინისტრმა ქოჯამ აღნიშნა, რომ შემთხვევებს შორის გარდაცვალების დონე 1,58%-ია და ამ კუთხით თურქეთი ბევრ ქვეყანაზე დაბლაა.

მან ასევე დასძინა, რომ ამ ბროლაში იზოლაცია აუციელებელია და დაამატა: „ეს ბრძოლაა ხალხის ჯანმრთელობისთვის. ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს ფიქსირებული ცხოვრება.“



მსგავსი ინფორმაციები