თურქეთის ავიახაზებმა საერთაშორისო ფრენები მთლიანად შეაჩერა

შიდა ფრენები 12 ქალაქში განხორციელდება

1389824
თურქეთის ავიახაზებმა საერთაშორისო ფრენები მთლიანად შეაჩერა

თურქეთის ავიახაზებმა (THY) განაცხადა, რომ ყველა საერთაშორისო ფრენას 1 მაისამდე აჩერებენ. THY- ს გენერალურმა დირექტორმა ბილალ ექშიმ სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: ”კორონავირუსის ეპიდემიის ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო ფრენები შეჩერებულ იქნა 1 მაისამდე, ხოლო შიდა ფრენები გაგრძელდება 12 დიდი ქალაქში და ესენი არიან: ადანა, ანკარა, ანტალია, დიარბექირი, ერზრუმი, გაზიანტეპი, სტამბული, იზმირი, კაისერი, კონია, მალათია, სამსუნი, ტრაპიზონი და ვანი. დანარჩენი მიმართულებით ყველა შიდა ფრენებიც, საერთაშორისოს მსგავსად 1 მაისამდე შეჩერებულია“



მსგავსი ინფორმაციები