ვიცე-პრეზიდენტმაც მხარი დაუჭირა სოლიდარობის კამპანიას

“ჩვენი მიზანია დაზარალებულებისთვის დამატებითი მხარდაჭერის აღმოჩენა“

1388099
ვიცე-პრეზიდენტმაც მხარი დაუჭირა სოლიდარობის კამპანიას

ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ, სოციალურ ქსელ  ტვიტტერის ანგარიშზე მესიჯი გამოაქვეყნა და მასში თურქეთის საზოგადოებრიობას მოუწოდა, მხარდაჭერა გაუწიონ ეროვნული სოლიდარობის კამპანიას სახელწოდებით “ჩვენ ერთმანეთისთვის საკმარისი ვიქნებით“, რომლის ინიციატივა გუშინ საღამოს, ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში, პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა წამოაყენა. "ჩვენი მიზანია, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ გატარებული ზომების შედეგად დაზარალებულებისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენა. ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ბიზნესმენებს და საქმოსნებს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ ამ კამპანიას," ხაზგასმით აღნიშნავს ვიცე-პრეზიდენტი



მსგავსი ინფორმაციები