თურქეთმა ჩრდილოეთ მაკედონიას ნატო-ში გაწევრიანება მიულოცა

თურქეთმა ჩრდილოეთ მაკედონიას ნატო-ში გაწევრიანება მიულოცა

1386931
თურქეთმა ჩრდილოეთ მაკედონიას ნატო-ში გაწევრიანება მიულოცა

თურქეთმა ჩრდილოეთ მაკედონიას ნატო-ში გაწევრიანება მიულოცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „მოხარულები ვართ, რომ ჩრდილოეთ მაკედონია 30-ე მოკავშირედ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანდა...  ეს წევრობა ასევე გაზრდის ნატოს შესაძლებლობებსა და უნარებს ნატო-ს უნივერსალური ფასეულობების დასაცავად. ჩვენ გვჯერა, რომ თურქეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ღრმა მეგობრობა და თანამშრომლობა ალიანსის კავშირით ახალ განზომილებას შეიძენს.“

ჩრდილოეთ მაკედონიასა და ნატო-ს შორის გაწევრიანების პროტოკოლს ხელი 2019 წლის 6 თებერვალს მოეწერა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ წინ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ყველა ოფიციალური პროცესის დასრულების შემდეგ ალიანსის 30-ე წევრი გახდა

ნატო-ს შტაბბინაში ხვალ გასამართ ცერემონიაზე ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა აღიმართება.



მსგავსი ინფორმაციები