თურქეთმა ყველა საერთაშორისო ფრენები შეაჩერა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გამართული, კოვიდ-19-ის საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „ვერცერთი დაავადება ვერ აღემატება ჩვენი ერის ერთიანობას, ძალასა და ღირსებას. სწორედ ამ რწმენით ვაგრძელებთ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლას. ამ თვალსაზრისით როგორც საჯარო სექტორში, კერძო სექტორშიც, მოქნილი სამუშაო სისტემა განხორციელდება, მინიმალური პერსონალით. დისტანციური სავარძლების მოწყობა გამოიყენება საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებში. შაბათ-კვირას დაიკეტება ყველა საპიკნიკე და სხვა მსგავსი თავშეყრის და გასართობი ადგილები. ასევე ყველა საერთაშორიოს ფრენები შეჩერდება და ოლქებში გუბერნატორების დაქვემდებარებაში შეიქმნება პანდემიასთან ბრძოლის საბჭოები. ჩვენ, ამ კორონავირუსის საფრთხეს ერთიანობაში გადავლახავთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთელი ქვეყნის მოსახლეობას ‘დარჩით სახლში’“. განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.