თურქი სტუდენტების ევაკუაცია დასრულდა
ისინი 14 დღიან საკარანტინო წესს დაემორჩილებიან

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ, სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ უცხოეთში განათლების მიმღები თურქი სტუდენტების, რომელთაც ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს, ევაკუაციის პროცედურა დასრულდა. "იმ ქვეყნებიდან, კონკრეტულად კი დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, შვეიცარიიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ეგვიპტიდან და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკიდან, რომლებმაც დროებით შეწყვიტეს ფრენები ჩვენს ქვეყანაში, ყველა თურქი სტუდენტის სრული ევაკუაცია მოვახდინეთ და მთლიანობაში 2721 სტუდენტი, მათთვის სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად გამოყოფილ საერთო საცხოვრებლებში დავაბინავეთ, სადაც ისინი 14 დღიან საკარანტინო ვადას გაივლიან", აღნიშნავს ვიცე-პრემიერი
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახალი ოპერაციის მინიშნება გააკეთა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახალი ოპერაციის მინიშნება გააკეთა