თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების შემთხვევები 47-მდე გაიზარდა
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების შემთხვევები 47-მდე გაიზარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ -19) დაავადების შემთხვევები 47-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა: „ახალი შემთხვევების რაოდენობა 29-აა. მინისტრის თქმით, ახალი შემთხვევები უცხოეთის, კერძოდ კი აშშ-ის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის კონტაქტებს უკავშირდება. სამი ადამიანი კი, საუდის არაბეთიდან (უმრა) დაბრუნდა. თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უცხოეთის კონტაქტები კვლავ რისკის შემცველად ჩაითვლება.
მეორეს მხრივ, მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა შესაბამისი ზომებიც ტარდება, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და სარეკრეაციო ზონები (თეატრი, კინო, საკონცერტო დარბაზები, კლუბები, საქორწილო დარბაზები და სხვა მსგავსი გასართობი ობიექტები) გუშინ 24:00 საათიდან დროებით ჩაიკეტა. თურქეთმა დღეს დილის 08:00 საათიდან ბრიტანეთთან, შვეიცარიასთან, საუდის არაბეთთან, ეგვიპტესთან, ირლანდიასთან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ფრენები აკრძალა. გუშინ ასევე, თურქეთის რელიგიურ საქმეთა დირექტორატმა მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის მასშტაბით, რელიგიური მსახურების კოლექტიურად შეწყვეტის თაობაზე. მეორეს მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ 3614 თურქს, რომლებიც ამჟამად ევროპის 9 განსხვავებულ ქვეყანაში იმყოფებიან, დღეს, ღამეში სამშობლოში ჩამოიყვანენ.
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტი ერდოღანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
პრეზიდენტი ერდოღანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა