ერდოღანი დღეს ბრიუსელს მიემგზავრება

მას ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ

1374372
ერდოღანი დღეს ბრიუსელს მიემგზავრება

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი დღეს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელს გაემგზავრება. ამ ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ბრიუსელიდან გავრცელდა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის პრესსპიკერმა ბარენ ლეიტმა Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი და კომისიის თავჯდომარე ურსულა ფონ დერ ლეინი, დღეს საღამოს შეხვდებიან თურქ პრეზიდენტს და ძირითად ყურადღებას დაუთმობენ როგორც თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასევე დევნილთა, სირიის და უსაფრთხოების საკითხებს. ამავე ინფორმაციით ერდოღანთან პირისპირი შეხვედრა ბრიუსელის დროით 18.00 საათზე შესდგება



მსგავსი ინფორმაციები