ვიცე-პრეზიდენტი  მოსკოვის ხელშეკრულებისადმი იმედიანად არის განწყობილი

“იგი ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის დამყარებას“

1373846
ვიცე-პრეზიდენტი  მოსკოვის ხელშეკრულებისადმი იმედიანად არის განწყობილი

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ იმედი გამოთქვა, რომ, იდლიბთან დაკავშირებით თურქეთ-რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება, ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის დამყარებას. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა, ხსენებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეფასებისას თქვა და ხაზი გაუსვა, რომ სირიაში, სამოქალაქო ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 1 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა და ერთი მაგდენიც რომ იდლიბში არ დაღუპულიყო, თურქეთი ამისათვის მარტოდ-მარტო იბრძოდა. მისივე თქმით, იდლიბის კრიზისის დასაწყისიდან დღემდე თურქეთი არასოდეს არ გამხდარა ძალადობის, სისხლის დაღვრისა და შეტაკებების მომხრე და მხარდამჭერი. "იდლიბში ჩვენი ერთადერთი მიზანი და მცდელობაა, როგორც ჩვენთვის, ისე სირიელი ძმებისთვის უსაფრთხო, მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა“, აღნიშნა ოქტაიმ და იქვე დაამატა, რომ თუ რეგიონში სისხლისღვრა გაგრძელდება, მაშინ, სისხლის დამღვრელებს მკაცრ საპასუხო დარტყმას მიაყენებენ



მსგავსი ინფორმაციები