აქარი კვლავ საზღვარზე იმყოფება

“მოსკოვის შეთანხმება ჯერ ჯერობით არ დარღვეულა“

1373790
აქარი კვლავ საზღვარზე იმყოფება

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, რომელიც  სირიის საზღვრის ნულოვან წერტილში იმყოფება, გუშინწინ მოსკოვში, რუსეთთან ხელმოწერილი იდლიბის შეთანხმება შეაფასა და თქვა, რომ იდლიბის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ერდოღანის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მისივე თქმით ორშაბათს, ე.ი. 9 მარტს, ანკარას რუსული სამხედრო დელეგაცია ეწვევა და გაარკვევენ მოსკოვში მიღწეული შეთანხმების დეტალების შესრულების საკითხებს. მისივე თქმით, 15 მარტიდან, სირიის მეტად მნიშვნელოვან M4 მაგისტრალზე, ერთობლივ პატრულირებას დაიწყებენ თურქი და რუსი სამხედროები და დაიცავენ როგორც ამ მაგისტრალის უსაფრთხოებას, ასევე მის გასწვრივ შესაქმნელ სამშვიდობო დერეფანსაც. მანვე კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის მიმართ, რომ მოსკოვში მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი ძალაში შესვლის აქეთ, ე.ი. 6 მარტის დილის აქეთ, არც მხარეს არ დაურღვევია. ”თუ ჩვენს სადამკვირვებლო პუნქტებზე რაიმე თავდასხმა განხორციელდება, მაშინ, მას უყოყმანოდ მყისიერ და საკადრის პასუხს გავცემთ“, ხაზგასმით აღნიშნა აქარმა



მსგავსი ინფორმაციები