იბრაჰიმ ქალინმა მინისტრთა საბჭოს დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

იბრაჰიმ ქალინმა მინისტრთა საბჭოს დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

1372189
იბრაჰიმ ქალინმა მინისტრთა საბჭოს დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა იმედი გამოთქვა, რომ  დღეს, მოსკოვში პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და  ვლადიმერ პუტინს შორის გასამართ შეხვედრაზე, იდლიბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეთანხმებას იქნება მიღწეული. იბრაჰიმ ქალინმა  გუშინ, პრეზიდენტის სასახლეში გამართული მინისტრთა საბჭოს დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა რა დროსაც დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „იდლიბში განვითარებული მოვლენების საკითხთან დაკავშირებით ვიმედოვნებთ, რომ საერთო გეგმით შეთანხმებას იქნება მიღწეული. სწორედ ამ მიზნით მივდივართ რუსეთში. მოსკოვში ჩვენი ჩასვლის მთავარი მიზანი, 2018 წელს სოჭში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტა გახლავთ“, განაცხადა ქალინმა. მეორეს მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იდლიბში მიმდინარე მოვლენები, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა და დღეს პრეზიდენტ, ერდოღანის მოსკოვში ვიზიტის საკითხები იქნა განხილული.   



მსგავსი ინფორმაციები