ფაჰრეთთინ ალთუნმა საბერძნეთი მკაცრად გააკრიტიკა

ფაჰრეთთინ ალთუნმა საბერძნეთი მკაცრად გააკრიტიკა

1371697
ფაჰრეთთინ ალთუნმა საბერძნეთი მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა  განაცხადა, რომ ქვეყანა, რომელიც დროებით თავშესაფარს შეაჩერებს და მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს გამოყენებს, არ შეუძლია მორალზე ისაუბროს. ფაჰრეთთინ ალთუნმა  სოციალურ ქსელ Twitter-ში გავრცელებულ მესიჯში  საბერძნეთი,  მიგრანტების მიმართ უხეში მოპყრობის გამო მკაცრად გააკრიტიკა. „ეს არის ორმაგი სტანდარტი და თვალთმაქცობა, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ. დროებითი თავშესაფრის შემჩერებელ და მიგრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზის გამომყენებელ ქვეყანას არ შეუძლია მორალზე ისაუბროს. როგორც ჩანს, ევროკავშირი საბერძნეთისადმი მიგრანტების საკითხში დახმარებისათვის მუშაობს. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ სირიაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისი აღმოსაფხვრელად საერთაშორისო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაოს. ასევე აუცილებელია, რეჟიმის ძალადობა დროულად იქნას შეჩერებული. ევროკავშირის მიერ 2015 წელს თურქეთთან დადებული ხელშეკრულება, არა ადამიანურზე არამედ უსაფრთხოებაზე ორიენტირებული გახლდათ. ევროკავშირმა კი, რომელსაც ხსენებული მემორანდუმის ფარგლებში უვიზო მიმოსვლა უნდა დაწესებულიყო ჩვენი ქვეყნის მიმართ, პირობა არ შესრულდა. მას შემდეგ რაც თურქეთმა მიგრანტების ყველა პრობლემა საკუთარ თავზე აიღო, ევროპელებისთვის ეს კრიზისი მოგვარებულ იქნა. სინამდვილეში კი კრიზისი კი არ მოგვარდა, არამედ, ყველა ტვირთი თურქეთმა აიღო საკუთარ თავზე რა, სირიაში არსებული კრიზისი მიმართ თვალები დახუჭეს. ბოლო დროს იდლიბში განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩვენც იძულებული  ვიყავით ემიგრაციის პოლიტიკა შეგვეცვალა“, აცხადებს  ფაჰრეთთინ ალთუნი.



მსგავსი ინფორმაციები