ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირი

"არავის არ აქვს უფლება ითამაშოს თურქი ხალხის გრძნობებზე".

1370597
ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირი

რეჯეპ Tაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ უარს ამბობს ევროკავშირის მიერ თურქეთის საზღვრის ჩაკეტვისათვის და დევნილთა შეჩერებისათვის შემოთავაზებულ 1 მილიარდ ევროზე და ხაზი გაუსვა, რომ არავის არ აქვს უფლება ითამაშოს თურქი ხალხის გრძნობებზე. ამის შესახებ მან განაცხადა ანკარაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ბულგარეთის პრემიერ მინისტრ ბოიკო ბორისოვთან ჩატარებულ ერთობლივი პრესკონფერენციაზე. ”ახლა ევროკავშირელები მირეკავენ და მეხვეწებიან, ოღონდ დევნილები ევროპაში არ გამოუშვა და 1 მილიარდ ევროს გამოგიგზავნითო. ვის ატყუებთ? ჩვენ უკვე ეს ფულიც აღარ გვინდა”, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა: "წამყვანი ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ევროპაში წასვლის მსურველი  ლტოლვილებთან მიმართებაში, ჩვენი მხრიდან გადადგმულ არასწორ ნაბიჯში გვადანაშაულებენ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ორმაგი სტანდარტით თამაშზე. აბა სად არის მათი მხრიდან  დევნილთა ტვირთის სამართლიანი განაწილება და პასუხისმგებლობის გაზიარება? ეს ტვირთი განა მხოლოდ ჩვენ უნდა ვიტვირთოთ? ჩვენ უკვე მათზე  40 მილიარდ დოლარზე მეტი დავხარჯეთ”, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა. ბულგარეთის პრემიერ მინისტრმა ბორისოვმა თქვა, რომ ევროკავშირიდან ვერავინ დაინახა კარს მომდგარი  ლტოლვილთა კრიზისი. "რატომ არ მიეცა თურქეთს თავის დროზე ფინანსური დახმარება არ ვიცი. ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკა ხომ სირიელ დევნილთა ტვირთის გაზიარება იყო," განაცხადა ბორისოვმა



მსგავსი ინფორმაციები