ჩავუშოღლუმ გაეროს სირიის წარმომადგენელი მიიღო

მანვე სატელეფონო საუბრები გამართა თავის უცხოელ კოლეგებთანაც

1370632
ჩავუშოღლუმ გაეროს სირიის წარმომადგენელი მიიღო

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ანკარაში მყოფი გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში გეირ პედერსენი მიიღო. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში გაავრცელა და აღნიშნა, რომ სტუმარს დეტალური  ინფორმაცია გაუზიარა იდლიბში, თურქული არმიის მიერ წარმოებული “გაზაფხულის ფარის“ სახელწოდების  ოპერაციის შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით კი, ჩავუშოღლუსა და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა და ძირითადი ყურადღება იდლიბსა და დევნილთა საკითხს დაუთმეს. ამავე ინფორმაციით, თურქ მინისტრს ასეთივე შინაარსის სატელეფონო შეხვედრები ჰქონდა ასევე ფინელ კოლეგა პეკკა ჰაავისტოსთან და ესპანელ კოლეგა არანჩა გონსალეზ ლაიასთან



მსგავსი ინფორმაციები