გურბულაკის საბაჟო სამმართველოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი პერსონალი დაიღუპა

გურბულაკის საბაჟო სამმართველოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი პერსონალი დაიღუპა

1370057
გურბულაკის საბაჟო სამმართველოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი პერსონალი დაიღუპა

აღრიში დოღუბეიაზითის რაიონში გურბულაკის საბაჟო სამმართველოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი პერსონალი დაიღუპა.

ვაჭრობის მინისტრი რუჰსარ პექჯანმა სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „

"გურბულაკის საბაჟო სამმართველოს პერსონალის სატრანსპორტო საშუალებაზე ვერაგული თავდასხმის შედეგად, ჩვენი ერთ-ერთი პერსონალი დაიღუპა. მკაცრად ვგმობ თავდასხმას. დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარ ვუცხადებ და დაჭრილ ჩვენს პერსონალს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ."

ირანის საზღვარზე მდებარე გურბულაკის სასაზღვრო კარიდან 3 კილომეტრის დაშორებით შემთხვევის ადგილამდე მისასვლელი გზა უსაფრთხოების გამო ტრანსპორტირებისთვის დაიკეტა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთი დროით 08:50 წუთზე გურბულაკის სასაზღვრო სამმართველოს პერსონალის სატრანსპორტო საშუალებას რაკეტა წინა საბურავში მოხვდა და არიან დაშავებულები.

მისივე თქმით, "ტერორისტების ადევნება მოხდა, ისინი კუთხეში მიიმწყვდიეს და ამჟამად შეტაკებები მიმდინარეობს."


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #სასაზღვრო კარი

მსგავსი ინფორმაციები