ჩავუშოღლუმ ახალ ოპერაციასთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

“თურქეთის დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ“

1369664
ჩავუშოღლუმ ახალ ოპერაციასთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისინი, სირიის იდლიბის რეგიონში დაწყებული “გაზაფხულის ფარის“ სახელწოდების ოპერაციით თურქეთის დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დაამტვრევენ. თურქმა მინისტრმა 27 თებერვალს, სირიის იდლიბის რეგიონში მყოფ თურქ ჯარისკაცებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაწყებული “გაზაფხულის ფარის“ ოპერაციის შესახებ დაწერა სოციალურ ქსელ .Twitter-ის ანგარიშზე და მასში აღნიშნა: "„ჩვენი ოპერაციებით: „ევფრატის ფარი“, „ზეთისხილის რტო“, „მშვიდობის წყარო“ და ახლა კი „მშვიდობის ფარით“, ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ. დაე, ალაჰმა დაიცვას ჩვენი მთვარიან-ვარსკვლავიანი დროშის დასაცავად მებრძოლი გმირები“



მსგავსი ინფორმაციები