ერდოღანმა ახალი მესიჯი გაავრცელა

“არავის შევარჩენთ შეჰიდთა სისხლს“

1369440
ერდოღანმა ახალი მესიჯი გაავრცელა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არასოდეს არ გადაუხვევს სამართლისათვის ბრძოლიდან და ამასთან არავის შეარჩენს “შეჰიდთა“ სისხლს. ერდოღანი Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნავს, რომ თურქეთის აწმყოსა და მომავლის გათვალისწინებით, დღეს ისტორიულ და ცხოვრებისეულ ისეთ ბრძოლას აწარმოებს, რომლის შედეგები 100 წლის წინანდელის მსგავსი არის და თურქეთი კიდევ ერთხელ დაიცავს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, რისთვისაც ისინი დღე და ღამ იმუშავებენ. ”მთელი ისტორიის განმავლობაში, ამ გეოგრაფიაში, რომელიც ყოველთვის ჩაგვრა-შევიწროებას განიცდიდა, ერთი წუთითაც უკან არ დავიხევთ, რადგან, თუ ჩვენს ერთიანობას არ დავიცავთ, მაშინ, უფრო მეტ ტრაგედიებს გადავიტანთ. აი ამ ბრძოლის დროს კი, ერთი წუთითაც არ დავივიწყებთ ამ მიწებზე დაღვრილი შეჰიდების სისხლს, რომელთა სულებსაც კიდევ ერთხელ პატივით ვიგონებთ. ასე რომ, სამართლისათვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ, რამეთუ შეჰიდთა განსასვენებელი ცარიელი არ არის რა, არც არასოდეს დარჩება ცარიელი, ხოლო მათ მიერ დაღვრილი სისხლი კი უკვალოდ არ გაქრება. ჩვენ არც ღალატებს დავივიწყებთ. სანამ ჩვენი ერი ჩვენთანაა, ყველანაირ სირთულეებს ერთად გადავიტანთ და მწარე გაკვეთილებს ჩავუტარებთ იმათ, რომლებიც ჩვენს კუთხეში მიმწყვდევას ცდილობენ ”, აღნიშნავს ერდოღანი



მსგავსი ინფორმაციები