ერდოღანი აგრძელებს სატელეფონო დიპლომატიას

მას შეხვედრები ჰქონდა მაკრონთან, რუჰანისთან და მიშელთან

1369229
ერდოღანი აგრძელებს სატელეფონო დიპლომატიას

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი აგრძელებს სატელეფონო დიპლომატიას და მის ფარგლებში საუბრები ჰქონდა ფრანგ და ირანელ კოლეგებთან ემანუელ მაკრონთან და ჰასან როჰანისთან და კიდევ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ჩარლზ მიშელთან. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანმა და მაკრონმა სირიისა და იდლიბის კრიზისთან ერთად, თურქეთ-საფრანგეთის ურთიერთობები და სხვა აქტუალური რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებიც განიხილეს. ერდოღანმა უკმაყოფილება გამოთქვა ასადის რეჟიმის მხრიდან თურქ ჯარისკაცებზე განხორციელებულ თავდასხმებზე დასავლეთის გულგრილობის მიმართ და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ყველა ასეთ თავდასხმას, ათმაგი და უფრო მკაცრი დარტყმებით პასუხობენ. მანვე ნატოს, თურქეთთან მოკავშირეობის ფარგლებში გათვალისწინებული მოვალეობების არა სიტყვიერი, არამედ პრაქტიკული განხორციელება მოსთხოვა. ლტოლვილთა მდგომარეობაზე საუბრისას თურქმა პრეზიდენტმა თქვა, რომ იგი ვეღარ ინახავს 4,5 მილიონ სირიელ ლტოლვილს ქვეყნის შიგნით და კიდევ სირიის საზღვართან მოძალებულ 2 მილიონამდე ახალ ნაკადს, ხოლო დასავლეთი კი არ ასრულებს აღებულ ვალდებულებას და თურქეთს ფინანსურად არ ეხმარება, ამიტომაც ანკარა ხსნის დასავლეთის მიმართულებით საზღვრებს და ევროპისკენ უშვებს თურქეთიდან წასვლის მსურველებს. კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ამავე ინფორმაციით, ერდოღანმა სირიის და იდლიბის საკითხები განიხილა ასევე ირანელ კოლეგა რუჰანისთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ჩარლზ მიშელთან.



მსგავსი ინფორმაციები