ანკარა იდლიბში ოპერაციებს აგრძელებს

ლიკვიდირებულია რეჟიმის მხარდამჭერი 2100 მებრძოლი

1369350
ანკარა იდლიბში ოპერაციებს აგრძელებს

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით ახალი მესიჯი გაავრცელა და მასში აღნიშნულია, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის იდლიბის რეგიონში წარმატებით აგრძელებენ ოპერაციებს და ასადის რეჟიმის კუთვნილ ახალ-ახალ სამიზნეებს ანადგურებენ. თავდაცვის სამინისტრომ ამასთან ერთად, თურქული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ჰაუბიცების მხრიდან, ასადის რეჟიმის ობიექტების განადგურების ამსახველი ვიდეო რგოლებიც გამოაქვეყნა. ”ჩვენმა გმირმა არმიამ, წარმატებით გააგრძელა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციები, რომლის დროსაც მთლიანობაში რეჟიმის 2100 სამხედრო იქნა ლიკვიდირებული და ასეთი წარმატებული ოპერაციები გაგრძელდება,“ აღნიშნულია თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მესიჯში



მსგავსი ინფორმაციები