სინირლიოღლუმ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე იდლიბის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

სინირლიოღლუმ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე იდლიბის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

1369013
სინირლიოღლუმ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე იდლიბის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

გაერო-ში თურქეთის  მუდმივმა წარმომადგენელმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთს ომი არს სურს, მაგრამ თუ მისი უსაფრთხოებას,  საფრთხე დაემუქრება, შესაბამის ძალას უყოყმანოდ გამოიყენებს. ფერიდუნ სინირლიოღლუმ ამის შესახებ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე   იდლიბის საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისივე თქმით,  თურქ ჯარებზე თავდასხმა მიზანმიმართულად განხორციელდა რა, ამის მტკიცებულებებიც აქვთ. სინირლიოღლუმ თავის გამოსვლაში იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ რუსეთის მხარეს თურქული კოლონის ადგილმდებარეობის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდეს და თავდასხმების შეჩერების გაფრთხილება გაუგზავნეს, მაგრამ, მათ დაჭრილი თურქი სამხედროების გამოსაყვანად მიმავალ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებსაც გაუხსნეს ცეცხლი. „ამ ვერაგული თავდასხმის მიუხედავად რუსეთთან დიალოგი გრძელდება. თავდასხმის განხორციელების დროს ანკარაში,  რუსეთის დელეგაცია იმყოფებოდა, რომლებთანაც ჩვენი მხრიდან მტკიცედ იქნა ნაცნობი, რომ თურქეთი რეგიონში სადამკვირვებლო პუნქტებს არ დატოვებს და პირიქით რეგიონში სამხედრო შენაერთების გადასროლას გააგრძელებს. ჩვენი სამხედროები  საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ იდლიბელ სამოქალაქოებს. თურქეთის რეგიონში ყოფნის ერთადერთი მიზეზი, ჰუმანიტარული ღონისძიებების თავისუფლად გატარებაა. რეჟიმს და მის მხარდამჭერებს თურქეთის ომის ჭაობში ჩათრევა სურთ. თურქეთს ომი არ უნდა, მაგრამ, თუ მის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება, შესაბამის ძალის გამოყენებას არ დააყოვნებს. ნებისმიერი თავდასხმას ადეკვატურად ვუპასუხებთ. თურქეთი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ყველა ღონეს იყენებს“, განაცხადა გაერო-ში თურქეთის  მუდმივმა წარმომადგენელმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები