ერდოღანი იდლიბის საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურ  სატელეფონო დიპლომატიას აწარმოებს

ერდოღანი იდლიბის საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურ  სატელეფონო დიპლომატიას აწარმოებს

1368909
ერდოღანი იდლიბის საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურ  სატელეფონო დიპლომატიას აწარმოებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გუშინ, ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლეიენთან, ბულგარეთის პრემირ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან  იდლიბის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღან-ლეიენის შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს სირიაში რეჟიმის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების გამო შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი  და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები იქნა განხილული. ერდოღანმა,  ლეიენისთან გამართული  სატელეფონო საუბრის დროს მტკიცედ აღნიშნა, რომ სირიის კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ერდოღან-ბორისოვს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროსაც ასევე იდლიბის საკითხი, რეგიონში მიმდინარე მოვლენების სამომავლო  შედეგები და თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული. რაც შეეხება, ერდოღან-ორბანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროსაც სირიის იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენები, რეგიონალური საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები  იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები