იდლიბში თურქ სამხედროებზე ვერაგული თავდასხმა განხორციელდა

დაიღუპა ათობით თურქი ჯარისკაცი

1367990
იდლიბში თურქ სამხედროებზე ვერაგული თავდასხმა განხორციელდა

გუშინ ღამეში, სირიის იდლიბის რეგიონში, რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მყოფ თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე რეჟიმის მიერ განხორციელებული ვერაგული  საჰაერო თავდასხმის შედეგად 33 სამხედრო დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჰათაის გუბერნატორმა რაჰმი დოღანმა გაავრცელა. დაღუპული სამხედროების რაოდენობა თავდაპირველად 9, შემდეგ 22, შემდეგ კი 29 გამოაცხადა ჰათაის გუბერნატორმა და დასძინა რომ ზოგიერთს მდგომარეობა მძიმე იყო და ისინი ქალაქში საავადმყოფოში იყვნენ გადმოყვანილი.

რაჰმი დოღანის თქმით კიდევ 4 სამხედროს დაღუპვით ციფრი 33-მდე გაიზარდა, 32-ის მკურნალობა გრძელდება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.



მსგავსი ინფორმაციები