ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის წლისთავთან დაკავშირებით თურქეთმა განცხადება გააკეთა

ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის წლისთავთან დაკავშირებით თურქეთმა განცხადება გააკეთა

1366722
ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის წლისთავთან დაკავშირებით თურქეთმა განცხადება გააკეთა

თურქეთმა, აზერბაიჯანში სომხების მიერ 1992 წლის 26 თებერვალს ჩადენილი ხოჯალის ხოცვა-ჟლეტა და აზერბაიჯანის ტერიტორიების წლების მანძილზე ოკუპაცია მკაცრად დაგმო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში შეხსენებულია, რომ სომხეთის რესპუბლიკის შენაერთების მიერ აზერბაიჯანის ზემო ყარაბაღის რეგიონში, ქალაქ ხოჯალიში მომხდარი თავდასხმის დროს სასტიკად მოკლეს აზერბაიჯანის 613 მოქალაქე რომელთაგანაც 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი იყო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მოვლენის დროს 1000-ზე მეტი ადამიანი ტყვეობაში აიყვანა სომხეთის ძალებმა და დაკარგულების ბედი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

"აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციის შედეგად, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ამ არაადამიანური თავდასხმის ჩათვლთ, ერთ მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები და საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილებად ცხოვრობენ. ამჟამად, აზერბაიჯანული ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპაციის ქვეშ არის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ ხოცვა-ჟლეტასა და ოკუპაციას. ჩვენ ვიზიარებთ იმ ტკივილს, რაც ჩვენმა აზერბაიჯანელმა ძმებმა 28 წლის წინ ხოჯალიში განიცადეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს მთელ აზერბაიჯანელ ხალხს.”-ნათქვამია განცხადებაში.

 


საკვანძო სიტყვები: #ხოჯალი , #აზერბაიჯანი , #თრქეთი

მსგავსი ინფორმაციები